დააჭირე ღილაკს ↴
ვინ არის პიქსელ აკადემიის ლექტორი?
ბორის სოლომონია
ბორის სოლომონია - თხუტმეთ წლიანი სტაჟის მქონე Java დეველოპერი და CFO-ა, რომელიც Web2-ის ფინანსურ გამოცდილებას Web3-ის ტექნოლოგიურ თავისუფლებასთან აერთიანებს.
კურსის ფარგლებში ის ასწავლის არა მხოლოდ სმარტ კონტრაქტების წერას, არამედ კომპიუტერული სისტემების მუშაობის პრინციპებს, გზას საფუძვლებიდან web3-მდე.
კურსი მოიცავს როგორც ტექნიკურ ისე ფუნდამენტურ ცოდნას, ბლოკჩეინის სისტემის არქიტექტურის გაგებას რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე AI სამყაროში.
მისი მიდგომა ეფუძნება შინაარსს და არა ზედაპირული ბრძანებების შესრულების პროცესს, რაც სტუდენტს უყალიბებს სისტემურ აზროვნებას, რაც ზრდის მის ღირებულებას, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში.

ბლოკჩეინი როგორც წარსულის სისტემა
ბლოკჩეინი ბევრისთვის ახალი ტექნოლოგიაა, მაგრამ რეალურად ის ტექნოლოგია კი არა აზროვნების ფორმაა, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს.
ჩვენ ერთად გავარკვევთ:
1. სად იბადება ბლოკჩეინის საფუძვლები
2. რა პრობლემებმა შექმნა მისი საჭიროება
3. რატომ არის ეს სისტემა ადამიანისთვის ბუნებრივი და არა ხელოვნურად გამოგონილი
ბლოკჩეინი როგორც თანამედროვე სისტემა
როგორ „გადმოვიდა“ ეს იდეა ფიზიკური სამყაროდან ციფრულში?
ვნახავთ:
1. როგორ იქცა ძველი პრინციპები თანამედროვე ბლოკჩეინად
2. რა სისტემები არსებობს დღეს და როგორ მუშაობენ ისინი რეალურად
3. რატომ იყო ამ ცვლილების დადგომა გარდაუვალი
ბლოკჩეინი როგორც მომავლის სისტემა
სამყარო სწრაფად იცვლება, იზრდება უნდობლობა ცენტრალიზებული სისტემების მიმართ, მონაცემები ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი.
ვუპასუხებთ:
1. რა გამოწვევების წინაშე დგას მომავალი
2. როგორ სთავაზობს ბლოკჩეინი ამ გამოწვევებს გადაწყვეტას
3. რა როლი ექნება მას მომავალ ეკონომიკასა და ტექნოლოგიებში
სმარტ კონტრაქტები - ბლოკჩეინის ბირთვი
ბლოკჩეინი მხოლოდ ჩანაწერი არ არის, ის მოქმედებს.
ამ ნაწილში გაიგებ:
1. რა არის სმარტ კონტრაქტი რეალურად (და არა მხოლოდ კოდში)
2. როგორ ცვლის ის შეთანხმებებს ადამიანებს შორის
3. რატომ გაიზრდება მათი მნიშვნელობა მომავალში
დააჭირე ღილაკს ↴
შეიყვანე შენი მონაცემები
ჩვენც გვძულს სპამი! თქვენი ელ.ფოსტის მისამართი 100%-ით დაცულია